„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 2019 წელს პროფესიაში შესვლის 2000- მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს.
სასწავლო კურსები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში კვირაში სამჯერ. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან.
პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია. მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ და მაძიებლობის ფარგლებში გაივლიან დისტანციური სწავლების კურსს, ხოლო საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.
„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩარიცხვა მარტივია:
დარეგისტრირდი www.tpdc.ge-ზე, ჩააბარე ტესტი, რომელიც საგანში შენს საბაზისო ცოდნას შეამოწმებს და გახდი კურსის მსმენელი.
ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40 %-იანი ზღვარი.
რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (PDF ან JPG ფორმატში)
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (PDF ან JPG ფორმატში)
მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (PDF ან JPG ფორმატში) ასეთის არსებობის შემთხვევაში
რეგისტრაცია დასრულებულია